სესიაშვილის შეთავაზება შს მინისტრს

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ხაზი გაუსვა  „მინისტრის საათის“ პრაქტიკის დანერგვას და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

-„ძალიან კარგი პრაქტიკაა „მინისტრის საათი“, ჩვენ არა მხოლოდ ვეცნობით ქვეყანაში ამა თუ იმ  მიმართულებით არსებულ ინფორმაციას, არამედ მეტ-ნაკლებად ხდება ლუსტრაცია, თუ ვინ რა პოლიტიკური დამოკიდებულებით უყურებს ქვეყნისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებს“.

ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ძალიან კარგი ფაქტია ეროვნული უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბება. მან შინაგან საქმეთა მინისტრს შესთავაზა ამ ფორმატში შეიქმნას პოლიტიკური არაფორმალური ფორუმი, სადაც დროულად და მყისიერად მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ოპოზიციასთან ერთად არაფორმალურ გარემოში იმსჯელებენ საერთო ეროვნული ინტერესების დაცვის თაობაზე.