“მშვიდობა თურქეთში ბეწვზე ჩამოეკიდა, ველოდოთ ჩვენი ეკონომიკის დასუსტებას”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-“თურქეთში უკიდურესად დაიძაბა პოლიტიკური ვითარება. ერდოღანმა გააუქმა სტამბულის არჩევნების შედეგები, რითიც დიდი ალბათობით გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირების არნახულ ტალღას. მშვიდობა თურქეთში ბეწვზე ჩამოეკიდა.
ყოველივე ამის ფონზე ლოგიკურად და ერთბაშად დაეცა თურქული ლირას კურსი. რაც გარდაუვლად აისახება ჩვენი ლარის ისედაც შერყეულ კურსზე. დიდი გამოცდის წინაშე დგას მთელი ჩვენი რეგიონი და დიდი ალბათობით უდიდესი ტექტონიკური ცვლილებები მოხდება გეოპოლიტიკურ ძალთა ბალანსში. სულ მცირე უნდა ველოდოთ ჩვენი ეკონომიკის დასუსტებას”.