“რუსთავი2”-ის საქმე და ბესელიას რჩევა მმართველ პარტიას

მორიგი შეტევა “რუსთავი2”-ზე და სასამართლო სარჩელი ნინო ნიჟარაძის სახელით – მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია, ახალ დავაზე, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წლის მფლობელმა დაიწყო, პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს.

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წამოსული დეპუტატი ამბობს, რომ “რუსთავი2”-ის საქმეზე საუბრისას გასათვალისწინებელია ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და მეორეს მხრივ, ქართულ სასამართლოში არსებული ვითარება. კრიტიკა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ღიად გამოთქვამენ.

ბესელია მმართველ პარტიას ურჩევს, გამოწვევები გააცნობიეროს, რადგან მისი თქმით, “რუსთავი2”-ის ირგვლივ “ექსპერიმენტების ჩატარება” ქვეყნისთვის სახიფათო იქნება.

„ორივე კონტექსტი გასათვალისწინებელია, აქეთ ერთის მხრივ სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე, რომელიც არ დამთავრებულა და მეორეს მხრივ, ძალიან მძიმე კრიტიკული განწყობები სასამართლოს მიმართ, რომელზედაც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ. ამიტომ, ეს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს რა ტიპის გამოწვევაა ახლა და აქ რაღაცა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება,”-აცხადებს ეკა ბესელია.

კითხვაზე არის თუ არა დაწყებულ სასამართლო დავაში პოლიტიკური კონტექსტი ბესელია პასუხობს:

“ამის გამორიცხვა ახლა ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, ამიტომ მაქსიმალურად მკაფიო უნდა იყოს ყველა პასუხი.“

წყარო: რუსთავი 2