სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

შენგელი ალექსის ძე  ფიცხელაური

დაბადების თარიღი:      24 აგვისტო, 1946 წ.

განათლება:

1965-1970 წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური ფაკულტეტი, ვაჭრობის ეკონომიკა.

1973-1978 წწ.- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

29.03.1976-22.03.1977 წწ.-   ქ. თბილისის შს სამმართველოს  ინსპექტორი.

22.03.1977-12.07.1980 წწ.-   ქ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი.

12.07.1980-21.10.1983 წწ.-   ქ. თბილისის კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი.

21.10.1983-16.05.1985 წწ.-   შსს ახმეტის რაიონის შს განყოფილების უფროსი.

16.05.1985-22.02.1991 წწ.-   ქ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი.

22.02.1991-1997 წწ. – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე.

05.11.1997-15.04.2002 წწ.-   საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

15.04.2002-05.07.2004 წწ.-   საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი).

22.01.2019-დღემდე  –  შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი.

დაჯილდოება:    –  მედალი ,,საბრძოლო დამსახურებისათვის“ – 1999 წლის 27 მაისი;

,,ღირსების ორდენი“ – 2002 წელი.

წოდება: გენერალ-მაიორი

საერთაშორისო სპორტის ოსტატი და სამგზის ევროპის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში.

ენების ცოდნა:                  რუსული, ინგლისური.

ოჯახური მდგომარეობა:          ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.