მშვიდობით, ბაღო!

21 ივნისს, რუსთავის მე-40 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ზეიმი გაიმართა, რომელზეც საპატიო სტუმრებად მიწვეული იყვნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი, ქალაქის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გოჩა შავაძე და ნინო ლომიძე, ქალთა საბჭოს ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნარგიზ ტაბატაძე და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

   პატარა რუსთაველები სტუმრების წინაშე სასიმღერო და საცეკვაო ნომრებით წარდგნენ, გულითადი მადლობა გადაუხადეს აღმზრდელებს და საბავშვო ბაღს გამოემშვიდობნენ.

ჩვენ ვულოცავთ პატარებს ბაღის დამთავრებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

13442353_1769157973307455_6263688506909919363_n 13510530_1141455852587014_154980085_n 13510791_1769158423307410_400780830577321334_n 13516500_1769157803307472_4891959434885479672_n

კომენტარის დატოვება