ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში

ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში კვლავ ხმაურია. საოლქო კომისიის შენობაში მოქალაქეებს არ უშვებენ. იმის მიუხედავად, რომ საოლქო კომისია საჯარო დაწესებულებაა, სადაც მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ შესვლა, ადგილზე დაცვის პოლიციაა მობილიზებული და ადამიანებს შენობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამზადებული სპეციალური ბეიჯების გარეშე არ უშვებს.

საოლქო კომისიაში სხდომის დასაწყებად ემზადებიან. სხდომაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი სხდომაზე რამდენიმე საკითხის დაყენებას აპირებენ, მათ შორის საუბარია საარჩევნო ყუთებზე.

ოპოზიციის მტკიცებით, გადასატანი ყუთების სიაში არიან ისეთი ადამიანები, ვისაც გადაადგილება შეუძლიათ.  ოპოზიციის წევრები კომისიაში მტკიცებულებებით მივიდნენ.