“ვისურვებდი ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგით და გაკეთებული საქმეებით”

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით სერგეენკოსა და კალაძეს 40% აქვს, მათ საზპგადოება დადებითად აფასებთ.

დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ის მოსახლეობის კეთილგანწყობას ყოველდღიურად გრძნობს და ისურვებდა, მის თანაგუნდელებს მასზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეთ.

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრა მოსახლეობასთან. ზუსტად ის დამოკიდებულება, რასაც  მე ვგრძნობ ყოველდღიურ რეჟიმში დედაქალაქის მოსახლეობისგან ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისურვებდი,რომ ყველა მინისტრი იყოს ჩემზე მაღლა რეიტინგის თვალსაზრისით,გაკეთებული საქმეებით. ეს ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის იქნება დადებითი და პირველ რიგში ქვეყნისთვის,“-აცხადებს კახა კალაძე.