იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა, თუმცა საქალაქო სასამართლოში მის უვადოდ გამწესებაზე იმსჯელებენ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებს თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებას, მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ამას არ გამორიცხავს, თუმცა ჯერ განაცხადი არ შეუვსია.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამმა წევრმა ვასილ მშვენიერაძემ, ირაკლი ბონდარენკომ და რევაზ ნადარაიამ კანდიდატურები მოხსნეს.