თათა ვარდანაშვილი პოლიტიკაში ჩაერთო

R

დიზაინერი თათა (თამარ) ვარდანაშვილი პოლიტიკაში ჩაერთო. ის  “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობიდან” დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატია ისნის მე-10 საარჩევნო ოლქში. სწორედ აქ ფუნქციონირებდა მისი შპს „დემეტრე 96“, სადაც სამხედრო ფორმებსა და ფეხსაცმელს აწარმოებდნენ. თათა ვარდანაშვილს ამ საწარმოში უამრავი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და მოსახლეობაც კარგად იცნობს მას.

პარტიის ლიდერი ლაშა სტურუა უახლოეს დღეებში თათა ვარდანაშვილს ამომრჩეველს ოფიციალურად წარუდგენს.

14233241_211205372627860_7955484750367980987_n

 

კომენტარის დატოვება