უმნიშვნელოვანესი მოვლენა – თეკლა მელაძე – ყველაზე პატარა ქართველი მხატვარი ვენეციის ბიენალეზე

პრესკონფერენცია:

თეკლა მელაძე – ყველაზე პატარა ქართველი მხატვარი პერსონალური გამოფენით ვენეციის 58-ე ბიენალეზე.

დაესწრებიან ცნობილი მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები.

თეკლა მელაძეს წარადგენს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია.

დასაწყისი: 11:30-ზე, სამშაბათს,  28 მაისს.

მისამართი: თბილისი,ათონელისქუჩა 9/6

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.

თეკლა მელაძე.

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს,  მივიღე ოფიციალური მოსაწვევი ვენეციის 58-ებიენალედან.  რამდენიმე თვის წინ იტალიური სახელოვნებო ასოციაციისმიერ ჩემი ნამუშევრები წარდგენილი იქნა ვენეციის  58-ებიენალეს კომისიის წინაშე, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს, როგორც ახალ სახელოვნებო მიმდინარეობას და მოხარული ვარ რომ წარვადგენ ჩემს ქვეყანას. ასოციაციის თქმით, მე ვარ პირველი ქართველი მხატვარი, ვინც პერსონალური გამოფენით წარდგება ვენეციის ბიენალეზე.  გამოფენა გაიმართება ვენეციის ბიენალეს ოფიციალურ პავილიონში, 1-7 ივლისს.  ვენეციის 58-ე ბიენალეს ოფიციალურ კატალოგში,  ჩემს ნამუშევრებს დაეთმობა რამდენიმე გვერდი, გავრცელდება პრესრელიზები, მოსაწვევები და სარეკლამო ბანერები ვენეციაში.

ვენეციის 58-ე ბიენალეზე წარსადგენად შერჩეული ნამუშევრები მიეკუთვნება ჩემს მიერ შექმნილ მიმდინარეობას „მონოტონიზმი“, რომლებიც შესრულებულია ოქროსფერი ზეთის საღებავით და აქვს ბარელიეფის დეტალები. რელიეფები შესრულებულია მხოლოდ საღებავით, რამაც განაპირობა ევროპელი ექსპერტების ინტერესი, რადგან ამ მეთოდით არავინ ქმნის ნამუშევრებს მსოფლიოში. ეს გახლავთ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამოწვევა, რადგან ვარ ყველაზე პატარა ქართველი, ვისი პერსონალური გამოფენაც იქნება ბიენალეზე.

ჩემი სურვილია მსოფლიოს გავაცნო ახალი სახელოვნებო მიმდინარეობა „მონოტონიზმი“, რაც მნიშვნელოვანია, ჩემთვის, როგორც თვითნასწავლი მხატვრისთვის, რომელიც ვარ ავტორი და როგორც ქართველი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს წარადგინოს საქართველო, როგორც ამ მიმდინარეობის დაბადების ადგილი, ასეც დავარქვი ჩემს გამოფენას ვენეციაში „საქართველო ოქროს საწმისის სამშობლო“.

მიხარია, რომ შემიძლიაწარვდგე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ სახელოვნებო ბიენალეზე, რომელზეც ძალიან ძნელია მოხვედრა და ყოველ წელს ასი ათასობით მხატვრისგანაცხადს უარს ეუბნება კომისია. ჩემთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ამ სფეროს პროფესიონალთა შეფასება, რომელსაც ვენეციაში მოვისმენ, თუმცა მანამდე უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოვისმინო ქართველი ხელოვნებათმცოდნეების და კრიტიკოსების შეფასება.

ვენეციის ბიენალეს, სხვადასხვა დროს,  200000-დან 500000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა. ასევე,  მნიშვნელოვანია, რომ ბიენალეს ოფიციალური კატალოგი იბეჭდება ძალიან მაღალი ტირაჟით და საინფორმაციო საშუალებები ფართოდ აშუქებენ ამ მოვლენას.

ჩემი გამოფენის ძირითად ფინანსურ ხარჯებს იღებს იტალიური მხარე, დანარჩენი ხარჯები, გადაზიდვის, ავია ბილეთის და სასტუმროს ხარჯი დაფარულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა და ღირსად ჩათვალა ჩემი ნამუშევრების მოხვედრა ვენეციის ბიენალეზე

მე, თეკლა მელაძე, ოთხი წელია გატაცებული ვარ ხატვით. ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო ნიუ-იორკში,  არტ ექსპო ნიუ-იორკი 2014-ის ფარგლებში, სადაც ექსპოს ადმინისტრაციის სურვილით და მიწვევით მოვხვდი. იმავდროულად გახლდით ვიპ სტუმარი, პირველი ქართველი მონაწილე ექსპოს 37 წლიანი არსებობის განმავლობაში და ყველაზე პატარა მონაწილე მსოფლიოს მასშტაბით. მქონდა რვა პერსონალური და თხუთმეტი ჯგუფური გამოფენა, მათ შორის, ნიუ-იორკის შემდეგ, ყველაზე მაშტაბური გახლდათსამი პერსონალური გამოფენა: 2015 წელს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში„მომა თბილისში“, 2017 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და 2018 წლის დეკემბერში ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

 

თეკლა მელაძე

დაბადების თარიღი: 19/12/2000

განათლება: სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“;

BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

გამოფენები:

პერსონალური:

2014 – არტ ექსპო ნიუ იორკი (აშშ)

2015 – ზ.წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი -MOMA-TBILISI

2015 – ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

2016 – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

2017 – ცოდნის აკადემია „ვეფხისტყაოსანი 850“

2017 – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი

2017 – იყალთოს აკადემია „ვეფხისტყაოსანი“

2018 – ქართული  სახვითი ხელოვნების მუზეუმი (თბილისი)

ჯგუფური:

2014 – არტ ექსპო ნიუ იორკი (აშშ)

2014 – გალერეა “უნივერსი“(საქართველო)

2014 – საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ იორკში (აშშ)

2014 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

2015 – საერთაშორისო ექსპო nynow, ჯავის ცენტრი, ნიუ იორკი (აშშ)

2015 – ქართული კულტურის ცენტრი ნიუ იორკში(აშშ)

2014 – გალერეა „უნივერსი“ (საქართველო)

2015 – არტ ექსპო ნიუ იორკი (აშშ)

2015 – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თბილისის საკრებულო

2016 – გალერეა „უნივერსი“

2016 – პროექტის  „21 საუკუნის 21 ქართველი მხატვარი“ მონაწილე. (ჩამოსხმულია საკოლექციო, სახელობითი ღვინო ნამუშევრის გამოსხულებით)

2017 – არტ ფესტივალი – 2017

2017 – ჩეხეთის საელჩო

2017 – არტ გალერეა „სავვა“ (მოსკოვი)

2017 – ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეა (მოსკოვი)

2018 – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

2019 – ზ. წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი -MOMA-TBILISI

2019- აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტრო

ჯილდოები:

2014 – საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითმა კავშირმა მიანიჭა პირველი ადგილისაუკეთესო ნამუშევრისთვის.

2014 – არტ ექსპო ნიუ იორკის ყველაზე პატარა მონაწილე მისი არსებობის, 37 წლიანი ისტორიის  მანძილზე და ვიპ სტუმარი. ნამუშევრები შესულია არტ ექსპო ნიუ იორკის 2014 და 2015 წლის კატალოგში.

13 ფერწერული ტილო ინახება კერძო კოლექციებში (საქართველო, ინგლისი, აშშ, აზერბაიჯანი, ლატვია, თურქეთი, რუსეთი).