ათდღიანი შიმშილობა არ უნდა სჭირდებოდეს ჭიათურაში მინისტრების მივლინებას!

სოსო მანჯავიძე

-ამწუხაროდ, ვერაფრით ვეხმარები,მაგრამ როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ვგულშემატკივრობ ჭიათურელ მაღაროელთა გაფიცვას და შიმშილობის აქციას.

როგორც ვიცი, მოშიმშილეებს სჭირდებათ გარანტორი საქართველოს მთავრობის სახით, იმისათვის,რომ “ჯორჯიენ მანგანეზმა” შეთანხმებული პირობები არ დაარღვიოს,როგორც ამას ადრე აკეთებდა.
ამ კომპანიას,ეტყობა,თავი კოლონიალური ეპოქის აფრიკაში ჰგონია.

პიროვნება,რომელიც აქამდე წარმოადგენდა მთავრობას, მაღაროელების ნდობას არ იმსახურებს.
ეტყობა,ზოგიერთებს ეგონათ,რომ საქმე საქართველოში გავრცელებულ სენთან, ცრუ, ანუ ფსევდო შიმშილობასთან ჰქონდათ და არ ჩქარობდნენ.
არადა,ეს ადამიანები რეალურად შიმშილობენ..
და ამ შიმშილობას აქვს რეალური მიზეზები.
ათდღიანი შიმშილობა არ უნდა სჭირდებოდეს ჭიათურაში მინისტრების მივლინებას.

არც ჭიათურაა თბილისიდან შორს და არც ინფორმაციის ნაკლებობას უნდა განიცდიდნენ წესით.
რა უცნაური ჩვევაა ეს- ელოდო ურმის გადაბრუნებას და მერე ეძებო გზა.

არადა,პრევენცია ყოველთვის უფრო ადვილი და იაფია,ზნეობრივ და პოლიტიკურ შედეგებზე რომ არაფერი ვთქვათ.