“არავინ იფიქროს გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე…”

დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ „ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა“.

„პირველად გამოჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება ისევ, ბოლომდე, არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მოვუწედებ ხელისუფლებას რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. არავის არაფერს არ შევარჩენ,“ – ამბობს სარალიძე.

შეგახსენებთ – მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.

ხოლო, რაც შეეხება, გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუმძიმა და თავისუფლების აღკვეთა 11 წლით და 3 თვით მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ გ.ბ.-სთან მიმართებით პირველი ინსტანციის განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უცვლელი დატოვა.

სააპელაციოს შემდეგ განცხადება შს სამინისტრომაც გაავრცელა.

https://www.gmtv.ge/59361-2/