საქართველომ საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ჩაიბარა

ბაქოში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადა, სადაც მომავალი ოლიმპიადისთვის დროშა საქართველომ ჩაიბარა. 2018 წელს ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. დროშა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ აზად რაჰიმოვმა გადასცა.

ოლიმპიადის ბოლო საშეჯიბრო დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ტარიელ ხეჩიკაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ აზად რაჰიმოვმა უმასპინძლა. მინისტრს შეხვედრა ჰქონდა მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან კირსან ილუმჟინოვთან.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა ოლიმპიადაზე მე-10 და 24-ე ადგილები დაიკავეს. ქალებმა 14 ქულა დააგროვეს, ამდენივე ქულა აქვთ ვაჟებსაც.

კომენტარის დატოვება