უკრაინულმა მხარემ საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა

საქართველოს  გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე   ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს  და  საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

უკრაინულმა მხარემ  იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის  გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და   მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე.