სირთულეების დასაძლევად ერთობლივი მობილიზაციაა

შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის გაწმენდით სამუშაოებს მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსთან თემურ მონიავასთან და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად გაეცნო.

5 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრის მანძილზე დააზიანა. აღდგენით სამუშაოებს ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელი შპს „მამისონი“ ამ დრომდე ახორციელებს.

ამ დროისთვის, გართულებულია მიმოსვლა შატილის თემის 8 სოფელთან.

ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები.

რგორც გახსოვთ, წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა გზა წაიღო პირიქითა ხესურეთში.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/59537-2/