“მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა”

გიორგი მარგველაშვილმა , საქართველოს ექს პრეზიდენტმა მთაწმინდის არცევნების მეორე ტურში საკუთარი არცევანი დააფიქსირა , მან ხმამთწმინდის მეექვსე უბანზე მისცა .

“მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეების ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იქნენ გამორჩეულნი და დაფასებულნი და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლება თოჯინები, რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავის აზრს, არამედ იმას რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ,”-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდაზე ერთმანეთს “ქართული ოცნებიდან” ლადო კახაძე, “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან” კი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან.