დავით სერგეენკო თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.  ამის შესახებ დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თავად განუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე ინიშნება, რომელიც საჩხერის რაიონული საავადმყოფოს დირექტორია. აღსანიშნავია, რომ დავით სეგეენკოც საჩხერის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, ის 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად.