აბანოთუბანში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს

აბანოთუბანში, აბანოების თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი აბანოებისთვის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ ცვლილება არ მოხდება, 1 ივლისს ექვსივე აბანო დაიხურება. გზის გადაკეტვამ ავტომანქანების მოძრაობის შეფერხება და   მძღოლებში პროტესტი გამოიწვია, თუმცა აქციის მონაწილეები გზის გახსნას არ აპირებდნენ მანამ, სანამ მათთან თბილისის მერი არ მივიდოდა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გოგირდის აბანოების თანამშრომლების გზიდან გადაყვანას ცდილობდნენ, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. გოგირდის აბანოების ერთ-ერთი თანამშრომლის შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ამ დროისთვის 3 დღიანი პროტესტის ფარგლებში გოგირდის აბანოები უკვე მეორე დღეა დახურულია.

კომენტარის დატოვება