მოზარდი, რომელიც სახით ბასრ დანაზე დაეცა, სიკვდილს გადაარჩინეს

მოზარდი, რომელიც სახით ბასრ დანაზე დაეცა, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
შემთხვევა ამერიკაში, კანზასის შტატში მოხდა.
გრეგ რასელი ქუჩაში თანატოლებთან ერთად თამაშობდა, როდესაც ბასრ დანაზე დაეცა. როგორც ბავშვის დედა ყვება, როდესაც მისი ვაჟი ოთახში შევიდა, სისხლით იყო მოსვრილი და სახეზე მხოლოდ დანის სახელური მოუჩანდა, ბასრი პირი კი მთლიანად თავის არეში ჰქონდა ჩარჭობილი. ქალმა მაშინვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოიძახა.
საავადმყოფოში სურათის გადაღებისას აღმოჩნდა, რომ დანის ბასრმა ნაწილმა სახიდან თავის ტვინთან გაიარა და წვერი იმ არტერიას მოხვდა, რომელიც ტვინს სისხლით ამარაგებს. ბავშვმა მაშინვე დაკარგა ცალი თვალიდან მხედველობა. ექიმები ინსულტის განვითარებას არ გამორიცხავდნენ.

ქირურგების დიდი ძალისხმევის შედეგად დანის ამოღებისას სისხლისდენა შეაჩერეს, არტერია კი დაზიანებას გადაურჩა. ბავშვიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.