სტუმრად მარანში, სადაც ლომისის წმინდა გიორგის ხატის მადლი ტრიალებს…

სტუმრად მერეთის საჯარო სკოლის პედაგოგის მარანში.

ქეთევან მარიამიძე უკვე წლებია მერეთის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. 50 წელი გახდება ნოემბერში, რას მასწავლებელი მომავალ თაობას აფრთიანებს და ქართული ენის სიყვარულს უნერგავს. სულ ახალგაზრდა იყო, როცა სოფელ კარბის სკოლაში სასწავლო ნაწილად დაიწყო მუშაობა, მერე მერეთში გადმოვიდა და ადგილობრივების დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

თავისუფალ დროს კი მის შვილთან, პოლიციის პოლკოვნიკ ნიკა შატაკიშვილთან ერთად საკუთარი ხელით მარანს აკეთებს. აქ შემომსვლელი სრულიად უცხო გარემოში ხვდება და ღვინის სუნით კი არა, აქაურობის მადლით თვრება.

მარანში დაბრძანებულია ლომისის საგვარეულო ხატი, რომელიც, როგორც დიახასლისმა გვითხრა ოჯახებში მოგზაურობს და დიდი მადლი შეაქვს. აქვთ გვარის დროშაც, ისიც მოძრავი ყოფილა, გერბი და საგვარეულო წიგნი.

20160813_190342 20160813_190401 20160813_190434

მარანში ერთ კედელზე ართული ეროვნული ტანსაცმელი ჰკიდია, იქვეა შანდალი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის.

20160813_190417 20160813_191240

ქალბატონი ქეთევანის მარანში ხშირად იკრიბებიან ხელოვნების თაყვანისმცემლები. თავად პედაგოგი ახლა წიგნს წერს, თუმცა ამის მეტი ჯერ არაფერი გაგვიმხილა და დაგვპირდა, შემდეგი სტუმრობისას წიგნის შინაარსსაც გაგვანდობს და ძველ ქართულ ტრადიციულ სადღეგრძელოებსაც გვეტყვის თქვენთვის გადმოსაცემად.

იქამდე კი გთავაზობთ ფოტოებს და იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენც ისევე მოგეწონებათ პედაგოგის ნავსაყუდელი, როგორც პირადად მნახველებს მოსწონთ.

20160813_190355 20160813_191145 20160813_191153 20160813_191207

 

კომენტარის დატოვება