“მოვუწოდებთ მხარეებს, დიალოგის ფორმატში პროცესების გადატანისკენ და კომპრომისის მიღწევისკენ“

20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში  ჯასთინ მაქენზი სმიტი ეხმიანება და ამბობს, რომ ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე ნებისმიერ ქმედებას რეაგირება სჭირდება. მისივე თქმით,  გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ელჩი მხარეებს დიალოგის ფორმატში პროცესების გადატანას ურჩევს.

„მოვუწოდებთ, რომ გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე და ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და წინ უსწრებდა პოლიციის მხრიდან საპასუხო ქმედებებს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ამომწურავად.

სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს, დიალოგის ფორმატში პროცესების გადატანისკენ და კომპრომისის მიღწევისკენ,“ – წერს ბრიტანეთის ელჩი.