“იმ პირების ადგილს, ვინც ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვერ ვხედავ”​

ზაზა გაბუნია მოვუწოდებ უკლებლივ ყველა ძალას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობისკენ

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვწტილებაზე განცხადება გააკეთა.

ზაზა გაბუნია: მმართველმა ძალამ მიიღო საუკეთესო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რაც კი ჩვენს ქვეყანაში რომელიმე ხელისუფლებას მიუღია.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქართული დემოკრატიის სახელით და ქართული დემოკრატიის სასარგებლოდ. ამიტომ, მოვუწოდებ უკლებლივ ყველა ძალას კონსულტაციებში მონაწილეობისკენ, ვინც მზად არის საქმიანი, პროფესიული და კონსტრუქციული მუშაობისთვის.

ხოლო, იმ პირების ადგილს, ვინც ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ვერ ვხედავ.”​