ხიდაშელი: სპეცუბნები აღარ იქნება!

   -„როდესაც თავდაცვის მინისტრად დავინიშნე, ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ის, რომ სპეცუბნები აღარ იქნებოდა თავდაცვის ობიექტებში. თავდაცვის სამინისტროში არანაირი სპეცუბანი არ იქნება. ერადერთი გამონაკლისი არის ავღანეთი. ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები არ არის და მიზეზიც გასაგებია.

   მაგალითად, საავადმყოფოში მყოფ პირებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ, გადასატანი ყუთის პრინციპი იქნება. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა, რომელიც არჩევნებამდე უნდა შესრულებულიყო და ჩვენ ამის შესრულება შევძელით” – განაცხადა თინა ხიდაშელმა სპეცუბნებზე კომანტარისას.

კომენტარის დატოვება