ლიეტუვას სახელობის სკვერში თელავის სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები ღონისძიებისთვის ემზადებიან

თამთა ყარაულაშვილი

სამოქალაქო მოძრაობის თელავის ოფისის აქტივისტი.

ლიეტუვას სახელმწიფო დღის ღონისძიების ლიდერი.

“დღეს, 6 ივლისს, არის ლიეტუვას სახელმწიფო დღე, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა, თელავში, გადავწყვიტეთ, რომ ამ დღის აღსაღნიშნავად თელავში არსებულ ლიეტუვას სახელობის სკვერში ჩვენ მიერ შექმნილი, ლიეტუვასა და საქართველოს თანამეგობრობის გამომსახველი პოსტერებით და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი აქტივობებით მიგველოცა მეგობარი ქვეყნისთვის, რომელიც საქართველოს გაჭირვების დროს ყოველთვის უცხადებს მხარდაჭერასა და თანადგომას, ჩვენ ასე ვულოცავთ ლიეტუვას სახელმწიფო დღეს დღეს

18:00საათზე ვგეგმავთ ღონისძიებას, სადაც პატარებს გავულამაზებთ დღეს და მათი სურვილისამებრ მოვახატებთ ლიეტუვას და საქართველოს დროშებს, ისევე როგორც სხვადსხვა ილუსტრაციებს. პარალელურად გავაცნობთ სხვა ახალგაზრდებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის ლიეტუვა და რატომ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრების სახელმწიფო დღეს. ”