“ნუ გავახარებთ  შინაურ თუ  გარე მტერს!..”

კახა კალაძის განცხადება

 –ჩვენ  ვამაყობთ,  რომ 2012  წლიდან მოყოლებული  გვაქვს  სიტყვის  და გამოხატვის თავისუფლება.  ცხადია,  ამ პროგრესს  ყოფილი  ხელისუფლების  ნარჩენები  ვერ  გუობენ და  ყველა  საშუალებით ცდილობენ  სიტუაციის  არევას.

ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა.ვინაიდან დემოკრატიული  ინსტიტუტების  გაძლიერება, კანონმორჩილების  დამკვიდრება  და  ანგარიშვალდებულება  ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან,  სხვადასხვა  დესტრუქციულ  ძალასუადვილებს ამ  პროცესში  არეულობის შეტანას.

გუშინ, ბოლო  პერიოდში  მომრავლებული პროვოკაციების  რეკორდი  მოხსნა რუსთავი 2-ის  ჟურნალისტმა. თუმცა,  აქვე  უნდა  აღინიშნოს,  რომ ამ უმსგავსო  საქციელის  გამო  კერძო  არხის  დახურვის  მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

ჩვენი – მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა,როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ.არ  მივცეთ  სხვადასხვა  მოთხოვნებით გამოსულ  მომიტინგეებს დაპირისპირების  და რაც  მთავარია,  კანონდარღვევის  საშუალება.

მეგობრებო, ნორმალურ  საზოგადოებაში,   ქვეყნის  მოყვარული  ადამიანები  თავიანთ სიტყვის  თავისუფლებას  სხვისი  თავისუფლების  შეზღუდვის  ხარჯზე  არ  იცავენ.

ნუ გავახარებთ  შინაურ  თუ  გარე მტერს.