კობახიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას გამორიცხავს. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა ტარდება.

კობახიძის თქმით, ამ კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი პირობა იყო.