18 სექტემბერს გლდანის ციხესთან უფლებადამცველები აქციას მართავენ
18 სექტემბერს 12 საათზე გლდანის ციხესთან უფლებადამცველები – მამუკა ტუსკაძე, ალექსანდრე ახალკაცი და ექსპერტი ვახტანგ მაისაია ციხის კადრების გავრცელების 4 წლის თავთან დაკავშირებით აქციას გამართავენ. აციაზე უფლებადამცველები გააჟღერებენ ინიციატივას.
აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მიმართავენ:
-„ ვისთვისაც სამართლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია და ვინც ფიქრობთ, რომ მსგავსი წლები აღარასოდეს უნდა დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, შემოგვიერთდით! გელოდებით ყველას!“