პროტესტის 29-ე დღე!

პროტესტის 29-ე დღე!

-29-ე დღეა, მედია ჩვენს პროტესტს აშუქებს.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროტესტის 29-ე დღე დავუთმოთ მედიას, სპიკერები ისაუბრებენ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის არსებობის მნიშვნელობაზე ქვეყანაში-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

❌ 20 ივნისს, “გავრილოვის ღამეს”, გიორგი გახარიას მიერ გაცემული უკანონო ბრძანების შედეგად, მედიის 38 წარმომადგენელი დაშავდა.

1. გურამ მურადოვი – ფოტოგრაფი, Civil.ge – 11 ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში;
2. თამარ ბაღაშვილი – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
3. გიორგი სულაშვილი – რუსთავი 2, დაცვის წევრი – დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
4. ტატო გურგენიძე – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
5. ლევან მელიქიძე – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
6. თაზო თხილიშვილი – ოპერატორი, რუსთავი 2 – რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
7. თეონა ცხომელიძე – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია;
8. ქეთა ციცქიშვილი – ჟურნალისტი, რუსთავი 2 – მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება;
9. ბესლან კმუზოვი – ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი – მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში;
10. მაკა ანთიძე – როიტერის ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში – მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი;
11. დავით ახალაძე – ოპერატორი, ტვ პირველი – რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება.
12. ზურაბ კოკაია – ოპერატორი, ტვ პირველი – რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში;
13. ქეთევან გრიგორაშვილი – ჟურნალისტი, ტვ პირველი – პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში.
14. ალექსი მეგრელიშვილი – ჟურნალისტი, ტვ პირველი – სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. „დუბინკა“.
15. ლიკა უროტაძე – ჟურნალისტი, ტვ პირველი – რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება.
16. დავით ყაჯრიშვილი – მძღოლი, ტვ პირველი – საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია;
17. ანა ვახტანგაძე – ჟურნალისტი, On.ge – ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
18. გელა ბოჩიკაშვილი – ჟურნალისტი, On.ge – მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია;
19. გვანცა ნემსაძე – ჟურნალისტი, On.ge – ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
20. დათო ქოქოშვილი – ჟურნალიტი, ნეტგაზეთი – კისერში მოხვდა რეზინის ტყვია;
21. გიორგი დიასამიძე – ჟურნალისტი, ნეტგაზეთი – ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა;
22. ნიკა მუხიგულიშვილი – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს;
23. გიორგი პაჭიკაშვილი – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
24. გიორგი ოსაძე – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
25. კახა ჯონჯუა – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება აქვს სახის არეში;
26. ლიკა ალელიშვილი – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი – დაზიანება მიიღო ფეხის არეში;
27. მარი ნიკურაძე – ჟურნალისტი, OC Media – მოხვდა რეზინის ტყვია;
28. გიორგი ჭუმბურიძე – ოპერატორი, რადიო თავისუფლება – რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
29. ილია სამურგანიდი – ოპერატორი, რადიო თავისუფლება – რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
30. თორნიკე კოშკაძე – ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი – რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში;
31. ეკა აბაშიძე – ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი – რეზინის ტყვია მოხვდა ხელში.
32. გიორგი ხუხია – ჟურნალისტი, მაესტრო- რეზინის ტყვიის შედეგად მიიღო დაზიანება.
33. ნინო ხოზრევანიძე – ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო – მოხვდა რეზინის ტყვიები წელისა და ფეხის არეში
34. კოტე გრიგალაშვილი – ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო- მოხვდა სამი რეზინის ტყვია