გარდაიცვალა ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი

გარდაიცვალა ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი , საქართველოს სახალხო მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი.

დაიბადა 1929 წლის 10 ივნისს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი პროფ. ნ. კანდელაკი). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას აკადემიაში. 1988 წლიდან _ პროფესორი.
ძირითადად მუშაობს მონუმენტური ქანდაკების დარგში.

მის ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიზმი, გამომსახველი პლასტიკურობა, შინაგანი დრამატიზმი. ძირითადი ნამუშევრებია: “რუსთაველი” (თაბაშირი, 1956, სადიპლომო ნაშრომი, კ. მარქსის სახ. საჯარო ბიბლიოთეკა), “რუსთაველი” (ბრინჯაო, 1966, მოსკოვი), ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი (1958, II პრემია). მონუმენტები: დავით გურამიშვილი (თუჯი, 1965, თბილისი), გიორგი სააკაძე (ბრინჯაო, 1971, კასპი), მედეა (ბრინჯაო, 1968, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსი), “მუზა” (ბრინაჯო, 1971, თბილისი), “კიდევაც დაიზრდებიან…” (ბრინჯაო, 1975, მარნეული, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1976), ლაოსის მეფის მონუმენტი (ბრინჯაო, 1975, ვიენტიანი, ლუანგ-პრაბანგი). სკულპტურული პორტრეტები: ქართველი ქალი (ხე, 1958, რამდენიმე პრემია; 1960 მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის დიპლომი), ლადო ქოქიაშვილი (ბრინჯაო, 1958), კოტე მარჯანიშვილი (დურალუმინი, 1966, თბილისი, მეტროსადგური “მარჯანიშვილი”), “ილია ჭავჭავაძე” (ბრინაჯო, 1985, თბილისი), “ტიციან ტაბიძე” (ბრინჯაო, 1994), “დოდო აბაშიძე” (ბრინჯაო, 1995, თბილისი), ნ. დუმბაძის მემორიალი (1986, ბრინჯაო), დიდგორის მემორიალი (1991). ფერწერა და გაფიკა: “მამაკაცის პორტრეტი” (ძმის პორტრეტი, 1959), “პარიზის ჩანახატები” (1963). 1975 წელს “გიორგი სააკაძისა” და

3c9a4c40edd50acc2ae4c96cab705acc 10-062 e1839be18394e183a0e18390e18391-e18391e18394e183a0e183abe18394e1839ce18398e183a8e18395e18398e1839ae18398-e2809ce1839be183a3e183962

ბოლო წლების სხვა ნამუშევრებისათვის მერაბ ბერძენიშვილს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია.
1995 წელს დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული მემორიალის შექმნისათვის, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

მერაბ ბერძენიშვილი წარმატებით მუშაობს აგრეთვე წიგნის გრაფიკის, თეატრალური პლაკატისა და აფიშის სფეროშიც.

აღსანიშნავია მოქანდაკის მემუარულ-მხატვრული ხასიათის ლიტერატურული ნაშრომი, “ზარი” (“საბჭოთა საქართველო”, 1979).

არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965), საქართველოს სახალხო მხატვარი (1978). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1996), საქართველოს კულტურის ფონდის პრეზიდენტი (1994).
1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

საქართველოს მეცნიერებათა კადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 2001 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის ფ. ნანსენის სამახსოვრო მედალი. 2002 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა მერაბ ბერძენიშვილს მიანიჭა ჯილდო “XX საუკუნის მიღწევებისათვის”.

images

 

კომენტარის დატოვება