ოქრუაშვილი რუსთავი 2-დან გასვლის შემდეგ დააკავეს

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი “რუსთავი 2-ში”, გადაცემა “ვანოს შოუში” იმყოფებოდა. სამაუწყებლო კომპანიიდან წასვლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.