86 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ ტაბიძე

86 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ ტაბიძე გარდაიცვალა.  წლების განმავლობაში ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი იყო. არის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი, იყო გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმის მთავარი კონსულტანტი. ნოდარ ტაბიძეს  დიდი წვლილი მიუძღვის მუზეუმის განვითარებაში.

პროფესორი დაჯილდოებული იყო გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებით.

კომენტარის დატოვება