”მთავარი ის კი არ არის ვინ მართავს, მთავარია როგორ მართავს…”

თამთა მეგრელიშვილი  

იურისტი.

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში.

-“ხშირად საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე, ქალზე,  როგორც აქტიურ სამოქალაქო პირზე და ნელ ნელა ინგრევა  დამკვიდრებული სტერეოტიპი “სუსტი” და “ძლიერი” სქესის ირგვლივ.

გლობალიზაციის პროცესმა  და მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებმა წინ წამოწია ქალის როლი თანამედროვე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებში და საჭიროებიდან გამომდინარე მისი აღიარება საკანონმდებლო დონეზეც  მოხდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური სისტემაც,საზოგადოების მიდგომაც ეტაპობრივად გადადის ცივილურ რელსებზე რაზეც მეტყველებს ქალთა სიმრავლე როგორც წამყვან ასევე ქვედა რგოლის პოზიციებზე რაც ჩემთვის როგორც იურისტისადა ამ საკითხებში თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლისათვის სასიხარულოა რადგან მიმაჩნია რომ

გენდერული უთანასწორობაპოლიტიკურ სფეროში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ არსებით დაბრკოლებას დემოკრატიული განვითარების გზაზე.

ამბობენ რომ “პოლიტიკა’’თამაშია, თამაში წესების გარეშე, რომ იქ, მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან.

ვეთანხმები, თუმცა მთავარია სწორად გავიაზროთ თუ რა სახის სიძლიერეზეა აქ საუბარი.

პოლიტიკას სჭირდება გონებრივად ძლიერი ადამიანები შესაბამისი უნარ-ჩვევებით და ის არ არის დამოკიდებული სქესზე ანუ გამოდის რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ამ სივრცეში დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მისგონებრივ შესაძლებლობებსა და საჭირო უნარ-ჩვევებზე.

თვალს თუ გადავავლებთ ვნახავთ რომ ქალ მმართველებს მსოფლიო ისტორიაში,მსოფლიო პოლიტიკური რუკის ცვლილებაში  მამაკაცებზე ნაკლები წვლილი არ მიუძღვით.

უამრავ მმართველ ქალს შორის  რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ისტორიის ფორმირებაში გვხვდებიან: თამარ “მეფე” ერთადერთიქალი რომელსაც ეს ტიტული აქვს,ეგვიპტის უკანასკნელიმმართველიკლეოპატრა,ინგლისის დედოფალი ვიქტორია,საფრანგეთის დედოფალი ევგენია,უ ძეტინი რომელიც ერთადერთი ქალიგახლდათ ჩინეთის 4000 წლიან ისტორიაში მამაკაცის ტიტულით ”იმპერატორი”,რუსეთის იმპერიის მმართველი ეკატერინე მეორე,უახლესი ისტორიიდან არგენტინის  პირველიპრეზიდენტიქალბატონი ესტელა მარტინეს დე პერონი და სხვა მრავალი.

რა არის პოლიტიკა?

პოლიტიკა ესაა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება რომელიც საჭიროებს შესაბამის უნარ-ჩვევებს და ვთანხმდებით რომ მას არ აინტერესებს სქესი,გენდერი სქესის სოციალურ განზომილებას წარმოადგენს ერთგვარ სოციოკულტურულ ფენომენს,რომელიც ასახავს ქალად ან კაცად ყოფნის თავისებურებებს ამა თუ იმ საზოგადოებაში,საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ერთ-ერთი განზომილება რომელიც სხვა კულტურულ და სოციალურდემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად აყალიბებს სოციალურ სისტემას და აყალიბებს

ჩვეულებებს,ტრადიციებს,ნორმებს, რომლითაც შემდეგ სოციალურ-სქესობრივიროლებისგანსაზღვრა ხდება.მაგ: (რაღაც მისაღებია მამაკაცისთვის რაღაც უნდა აკეთოს მხოლოდ ქალმა)რაც სტერეოტიპებს ამკვიდრებს და ეს სრულიად ნორმალურია.

საქართველოც ვერ იქნებოდა გამონაკლისი, თუმცა სამწუხაროა რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა ჯერ კიდევ განსასაზღვრია და დასახვეწია საკანონმდებლო დონეზე. საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ე.წ. copy paste თავის მოტყუებაა და რეალურ შედეგზე ვერ გაგვიყვანს.ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრია.

მე,  როგორც ქალი მთელი ჩემი კარიერული სვლის განმავლობაში ვიბრძოდი და ვიბრძვი მივიღო განათლება, გავეცნო სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას,ჩემი სადოქტორო ნაშრომითაც ვცდილობ ვიპოვო  ის ოქროს გასაღები თუ როგორ მოვიზიდოთ მეტი ქალი მმართველობით სფეროში და როგორ გადავჭრა ამ კუთხით არსებული პრობლემები ქართულ რეალობაში.

მაინც რატომ ქალი პოლიტიკაში?

მაინც რა არის ის მთავარი,რასაც პოლიტიკოსი ქალისაგან ელის საზოგადოება?

ამჯერად  მცირე ჩამონათვალით შემოვიფარგლები:

პირველი – ესაა პოლიტიკაში განსაკუთრებული ქალური სტილი,რომელსაც ადამიანებისა და სოციალური საკითხების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება ახასიათებს.

მეორე – ქალები მშვიდობისმოყვარეობით გამოირჩევიან,არ არიან  მიდრეკილნი ძალის გამოყენებით  ომებითა და კონფლიქტებით გადაჭრან პრობლემები,ისინი ნაკლებად აგრესიულნი და ავტორიტარულნი არიან ანუ ქალები პოლიტიკაში-ესაა შანსი მეტი დიალოგისა და თანამშრომლობის რაც თავისთავად ამცირებს ომის წარმოშობის ალბათობას.

ქალის ძირითადი მახასიათებლები:ქალი შრომისმოყვარე,მიზანმიმართული,დახვეწილი,ჰუმანური,გონიერი არსებაა.

ქალი ფლობს დიდ სულიერ ძალას, გააჩნია მაღალი ეთიკური ნორმები, განსაკუთრებული უნარი დაამყაროს და განავითაროს კარგი ურთიერთობები ხალხთან.

ქალი საუბრობს ლაკონურად,კონკრეტულად,მოქმედებს მიზანმიმართულად სიხისტის გარეშე.

ქალი დედა,მეოჯახე და ამასთანავე დიპლომატი მმართველია, ამიტომ მე მსურს მეტი ქალი პოლიტიკაში!

მე მსურს გააზრებული პოლიტიკა!

გენდერული თანასწორობა  გულისხმობს ქალისა და მამაკაცის  თანაბარიწარმოჩენის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია, სამწუხაროდ ბევრი რამ არასწორად ესმით,ან ესმით ისე როგორც ამას კონკრეტულ სოციუმში დამკვიდრებული ადათ წესები მორალური თუ კულტურული ღირებულებები განაპირობებს მაგრამ მე ჩემი მკვეთრი პოზიცია მაქვს მიმაჩნია,რომ სამყაროს კანონებს ვერავინ შეცვლის,ცდადაც არ ღირს რაც არაერთ მეცნიერს უღიარებია.სამყაროში ყველაფერი კანონზომიერების პრინციპზეა აგებული,არაფერია არც ზედმეტი და არც ნაკლები სწორედ ამ გზით იცავს სიცოცხლე საკუთარ თავს და ამას მე ვერასოდეს ვუგულებელვყოფ.

განვმეორდები რომ გენდერული თანასწორობა კულტურით განპირობებულ შეხედულებებს ქალისა და მამაკაცის ინტელექტუალური შესაძლებლობების,მათი პიროვნული თვისებებისა და ქცევის შესახებ არსებული მოდელია რომელსაც ქმნის საზოგადოება და მე როგორც  საზოგადოების წევრი ვაღიარებ ქალისა და მამაკაცის თანასწორობას მმართველობით ასპარეზზე ამიტომ მინდა მეტი ქალი პოლიტიკაში!

ეს ხომ კონსტიტუციური უფლებაა!

ეს ხომ ინტერესთა დაბალანსებისათვის ერთ ერთი იარაღია!

ბოლოს და ბოლოს პოლიტიკა ხომ საერთო საქმეა!

დღეს პოლიტიკაში აღარ არის სტერეოტიპული მიდგომების ადგილი,აუცილებელია დაცული იყოს გენდერული ბალანსი,რაც შემდგომში უზრუნველყოფს საზოგადოებაში თვითშეგნების ამაღლებას,გენდერული სტერეოტიპების ნგრევას რომელიც მიმართულია ქალთა დისკრიმინაციისკენ.

ამგავრი სტერეოტიპების რღვევის ერთ-ერთ საშუალებად  მსოფლიოში მიჩნეულია “კვოტური სისტემა”.ანუ ეს უნდა იყოს ერთჯერადი მექანიზმი რომელიც წაახალისებს ქალბატონებს გამოავლინონ თავი მმართველობით სფეროში.ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და შესაბამისად წარმატებისკენ სწრაფვა მისი უფლებაცაა.მას უნდა ჰქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება,რათა თავი რეალიზებულად იგრძნოს.

საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ქალს “საზოგადოებაში” და არ უნდა ასოცირდებოდეს ქალი საზოგადოებაში მის სავარაუდო  ცუდ ქცევასთან.

პირადი მაგალითის საფუძველზე გეტყვით,  სულ რაღაც 29 წლის ვარ, ბევრი სირთულე გამოვიარე,თუმცა არც ერთი წუთით არ მიფიქრია უარი მეთქვა სწავლაზე,პირიქით ვსწავლობდი და დღესაც ვსწავლობ,ვმუშაობ დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე  “ქალის როლი საჯარო მმართველობაში”, ვსწავლობ,  ვარ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ვახორციელებ კვლევევბს ევრო საბჭოსთან ერთან, ჩემი და ჩემი გუნდის ანგარიშზეა ორი ძალიან საინტერესო კვლევა “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივი უფლებები საქართველოში” “გამოხატვის თავისუფლება” რომელიც ევრო საბჭოს ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ, ვარ ასევე ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემის წამყვანი,ერთი დღე ჩემთან ერთად ასეთია:

ყოველ დილით ვდგები 7:00 ზე ვამზადებ შვილს, მიმყავს სკოლაში და მივდივარ ქალაქგარეთ სამსახურში, მიწევს 140 კილომეტრის  გავლა, ვბრუნდები საღამოს და ვესწრები ლექციებს სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად, ამ ყველაფერს ვუთავსებ სხვა აქტივობებსც, ვარ ჩვეულებრივი გოგო, რომელმაც მოინდომა და შეძლო! არიან ჩემზე მაგარი გოგონებიც, რომლებსაც უბრალოდ მხარდაჭერა სჭირდებათ,საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინონ ძალა რომ მათ შეუძლიათ იყვნენ კარგი დედებიც და კარგი და საჭირო თანამშრომლებიც.

გახსოვდეთ! ყველა ჩვენგანის უფლება ჩვენივე თავიდან იწყება! გვინდა ვიყოთ თანასწორები? მოვინდომოთ, ვისწავლოთ, ვიბრძოლოთ და ყველაფერს შევძლებთ. მთავარი ის კი არ არის ვინ მართავს, მთავარია როგორ მართავს!

ასე რომ, მოინდომეთ, ქალბატონებო და ბატონებო,დავეხმაროთ ერთმანეთს,შევქმნათ სათანადო გარემო ერთმანეთის წარმატებისათვის”.

 

კომენტარის დატოვება