ივანიშვილი: არ უნდა მოხდეს ბიზნესში ჩარევა ხელისუფლების მხრიდან!

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არ უნდა მოხდეს არც ერთ შემთხვევაში, ბიზნესში ჩარევა ხელისუფლების მხრიდან.

“წინა ხელისუფლების დროს 2 დღეში კომპანიას კი გახსნიდი, მაგრამ როგორც კი კვამლი ამოვიდოდა, მოვიდოდნენ და ამას ეპატრონებოდნენ. ამ მხრივ არანაირი კითხვა არ არსებობს. ამას ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც კი ვერ ახერხებენ. მე პირადად, მთავრობის წევრი არ გახლავართ მაგრამ, როგორც მოქალაქე ყველაზე მეტ ყურადღებას ამ ნაწილს ვუთმობ, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, არ მოხდეს არც ერთ შემთხვევაში, ბიზნესში ჩარევა ხელისუფლების მხრიდან. ჩარევა უნდა მოხდეს მარტო ერთი მიმართულებით, რომ ხელისუფლებამ უნდა აუშენოს ინფრასტრუქტურა და რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად, რომ ბიზნესი სწრაფად განვითარდეს და უნდა დაეხმაროს ბაზრების მოპოვებაში. ამ მხრივ კვირიკაშვილი არის მთავრობის იდეალური მეთაური და ბიზნესი არის თავისუფალი” – განაცხადა ივანიშვილმა.  რეგიონალურ მედიასთან.

კომენტარის დატოვება