დიახ, ნაციონალები მართავენ ოცნებას, მაგრამ ჩვენ არ გვიბრძოლია მათი აღზევებისთვის!

   არჩევნებამდე 3 თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება. იმატებს პოლიტიკური ტემპერატურა, ჭორი და მართალი ერთმანეთში ერევა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პარტიის რიგებში ისევ დაიწყო პორტირებები და განსაკუთრებით რაიონებში ისევ ძველი სახეები მართავენ ყველაფერს.

   რა ხდება რაიონებში და რას ამბობენ ქართული ოცნების ის აქტივისტები, რომლებიც 2012 წელს რისკზეც მიდიოდნენ და პარტიის ინტერესებს იცავდნენ? რას ფიქრობენ ახლა ეს ადამიანები და რას ურჩევენ ოცნებას წინასაარჩევნოდ?

   ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ გურჯაანის მაცხოვრებელს, ციცო ღვინიაშვილს დავუკავშირდით.

-ქ-ნო ციცო, თქვენ 2012 წელს ქართული ოცნების აქტივისტი იყავით და ვიცით, რომ ხშირად სიცოცხლის ფასადაც კი გიჯდებოდათ ეს აქტიურობა.  დღეს თუ ხართ ისევ აქტიური მხარდამჭერი ან საარჩევნო მარათონში თუ ხართ ჩაბმული?

-კი მე ვიყავი და ბოლომდე ერთგულად ვემსახურები ქართულ ოცნებას, ძალიან ცუდია, რომ ნაციონალებმა ჩაგვანაცვლეს, მაგრამ მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები, ეს იმას არ ნიშნავს, რადგან ამაგი არ დამიფასეს, ზურგი ვაქციო და სხვაგან დვპორტირდე. მე მყავს ისევ ჩემი აქტიური ხალხი, რომლებიც გვერდში მიდგანან და აქტიურად ვართ ჩართულები..

-აქტიურად ხართ ჩართულები პარტიულ საქმიანობაში, საარჩევნო ტაბში თუ ისე, თქვენი ინიციატივით?

-ჩვენი ინიციატივით, ჩვენ ახლოს არ გვიკარებენ, აქეთ გვაყენებენ შეურაცხყოფებს.

ჩვენ სამომავლო პროგრამა არ გვაქვს, მაგრამ რეალურად რაც კეთდება, ვუხსნით საზოგადოებას და უმტკიცებთ, რომ ყველაფერი მალე გამოსწორდება.

ქართული ოცნების კოორდინატორები და აგიტატორები, თურმე რომ მიდიან ამომრჩეველთან, ასე ეუბნევიან, ჩვენ ხელფასები მოგვცენ და ვისაც გინდათ, იმას მიეცით ხმაო. ასეთი რაღაცეები რომ გვესმის, მძიმე მოსასმენია იმ ბრძოლის ემდეგ, რაც 2012 წელს გადავიტანეთ, წყალში გადაყრილივით გამოდის შრომა და ვცდილობთ ბოლომდე მივყვეთ დაწყებულ საქმეს. სხვადასხვა პარტიებში ბევრი შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ არც მიფიქრია. მე ვიყავი, ვარ და დავრჩები ქართული ოცნების წევრი

– ბევრ რაიონში გვესმის, ოცნებას ნაციონალები მართავენო, თქვენთან რა ხდება?

-დიახ, ნაციონალები მართავენ ოცნებას, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ღირსეულ მაჟორიტარს დაგვინიშნავენ და ყველაფერი შეიცვლება.

ხალხი რას ამბობს?

-ხალხი რა თქმა უნდა ვინც ჩვენი ამომრჩევლები არიან, ძალიან განაწყენებულები არიან დღემდე, ყველა ნაციონალი დაასაქმეს და ჩვენ ქუჩაში ჩაგვყარეს, გვეუბნევიან, თქვენ არ დაგიფასეს ამდენი შრომა და ჩვენთვის რას გააკეთებენო? ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ ნაციონალების ხრიკებია და ყველაფერი მალე გამოსწორდება, სხვათაშორის სჯერათ ჩვენი.

– არჩევნები კარს მოგვადგა, თქვენ როგორც ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთეთ 2012 წელს, რას ურჩევთ წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებას?

-ოცნებას ურჩევ, ყველა მოღალატე მოაშორონ და ერთგული ხალხი ისევ დააბრუნონ. ჩვენ არ გვიბრძოლია ნაციონალების აღზევებისთვის!

11903431_1127028137311707_1984863255_n - копия

კომენტარის დატოვება