საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება

საქართველოს რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტში ახლად შექმნილი კომისიის პირველი სხდომაზე.

13-წევრიანი კომისიის ერთადერთი მიზანია, ქვეყანა მაჟორიტარულიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს. კომისია პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელებს.

კომისიის პირველ სხდომაში მონაწილეობენ როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები.

ცნობილია, რომ განხილვები თვის ბოლომდე გაგრძელდება, წლის ბოლოსთვის კი პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ახალი ვერსია უნდა დაამტკიცოს.