თინა ელბაქიძე: მერაბ ბერძენიშვილი 2009 წელს მოკლეს!..

თინა ელბაქიძე

ჟურნალისტი

მერაბ ბერძენიშვილი 2009 წლის 19 დეკემბერს მოკლეს…2016 წლის 18 სექტემბერს კი გარდაიცვალა… 19 დეკემბერს მისი ნამუშევარი ,,დიდების მემორიალი” ააფეთქეს… მანამდე კი მონუმენტს რამდენიმე ხნით ადრე, გულმკერდი ამოაჭრეს და მიატოვეს… შემდეგ დემონტაჟი და მსხვერპლი… 2 ადამიანის სიცოცხლემ, რომელიც ამ მონუმენტის აფეთქებამ გამოიწვია, მხოლოდ მერაბი დაადარდიანა… გული მოუკლეს… შემდეგ იყო დავით აღმაშენებელი… არ მოასვენეს წინ და უკან დაჰქონდათ… ის დარწმუნებული იყო რომ, ქვეყნის იმ დროინდელი ხელისუფლება ისტორიის გადაწერას და განადგურებას ცდილობდა.

მერაბ ბერძენიშვილის აზრით, დიდების მემორიალი არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპილ ჯარისკაცებს ეძღვნებოდათ, არამედ ყველას, ვინც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. ის საბჭოთა ხელოვანად მონათლეს და მისი ამდენი წლების ნაწვალები და საყვარელი ძეგლი, რამდენიმე წამში გაანადგურეს. ბატონი მერაბი სტრესში იყო, ის ამის გადასატანად ფილმებს უყურებდა, ეს აქვს კიდეც ნათქვამი სხვადასხვა ინტერვიუებში: ,,სტრესის გადასატანად ფილმებს ლეონარდოზე და მიქელანჯელოზე ვუყურებო..”

ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც გარდაცვალებამდე რამდენჯერმე ვკლავთ ხოლმე ადამიანებს… უფალმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ ბატონო მერაბ… თქვენ უდიდესი ადამიანი ბრძანდებოდით… თქვენ დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ და ამით ქართველი ერი საუკუნეების მანძილზე იამაყებს… ვამაყობ, რომ გიცნობდით.

კომენტარის დატოვება