“პედაგოგთა ხელფასების “ზრდა”-რა ხდება სინამდვილეში? აი, ციფრებიც…”

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პედაგოგებს ხელფასები ეზრდებათ.

https://www.gmtv.ge/56284-2/

მასწავლებლების ანაზღაურების გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება უკვე ყოფილმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც.

ხელფასების გაზრდის საკითხს “პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის” ხელმძღვანელი დათო ფერაძე ეხმიანება:

-პედაგოგთა ხელფასების “ზრდის” შედეგად, სინამდვილეში, “ხელზე ასაღები” ხელფასი ასე იქნება: უფროსი მასწავლებელი – $270 (ანუ ერთი საგაკვეთილო სთ. $4.5); წამყვანი – $385 (ერთი საგ. სთ. $6.4); მენტორი – $468 (ერთი საგ. სთ. $7.8). ამ მხრივ პოსტსაბჭოურ სივრცეში ისევ ბოლო ადგილზე ვართ. მაგ: სომხეთშიც კი მასწავლებლის მინიმალური ხელფასი $398 ს შეადგენს და ამ წელს ათი პროცენტით იზრდება. ცნობისთვის: ჩვენი მინისტრის ხელფასი უდრის $2100, ამავდროულად, პედაგოგისაგან განსხვავებით, მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო ფარავს.