“ნუ მაბრმავებ!” “რუსეთი ოკუპანტია!” – აქცია პარლამენტთან

ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტთან აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ პლაკატები.

აქცია „სირცხვილიას“  მოანწილეებმა პარლამენტარებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მათ ის პარლამენტარები, რომლებმაც გიორგი გახარიას მხარი დაუჭირეს შეძახილებით “მონებო“ გააცილეს.

„98-მა მონამ მხარი დაუჭირა იმ ადამიანის გაპრემიერებას, რომელმაც ბავშვებს დათხარა თვალები“,-თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დილით „სირცხვილიას“ წევრებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს. როგორც გიგა მაქარაშვილი და მარიამ გეგუჩიძე აცხადებენ, მათ  ცხვრებს „გია ვოლსკი“, „ნინო წილოსანი“, „ვანო ზარდიაშვილი“, „თამარ ჩუგოშვილი“ და პარლამენტის სხვა წევრების სახელები და გვარები დაარქვეს. ყველაზე დაუმორჩილებელ ცხვარს აქტივისტებმა „ვოლსკი“ დაარქვეს.