“ე.წ. “უმრავლესობას” არაფერზე ურჩევნია საუბარი და კითხვების დასმა… ა რ ა ფ ე რ ზ ე!..”

დემურ გიორხელიძე

-ყურადღებით ვუსმინე ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებულ წინასაპარლამენტო-ფრაქციულ დებატებს…
მაინტერესებდა!

ორი მთავარი თემა, რომელზეც არც ახალ მთავრობას აქვს რაიმე მკაფიო (ხელშესახები) მოსაზრება.
ეს თემები:

(ა) ტერიტორიული პრობლემა და განსახორციელებელი აუცილებელი პოლიტიკური ნაბიჯები…

აქ მთავრობა სრული უძრაობა/გაურკვევლობის მდგომარეობაშია… ნულოვანი შინაარსის მოსაზრებები, უფრო სწორად, ა რ ა ფ ე რ ი, ოდნავ მაინც რომ დაძრავს პრობლემას ადგილიდან… ამიტომ მომენტალურად გადის პასუხიდან…

(ბ) ეკონომიკა და ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებელი ნაბიჯები!.. გარდა უზოგადესი განცხადებებისა, რომ სიღარიბის დასაძლევად სამუშაო ადგილებია საჭირო (ანა-ბანა!), არანაირი მოსაზრება, თუ როგორ უნდა შეიქმნას ეს სამუშაო ადგილები და რა უნდა გაკეთდეს ახლო, საშუალო და გრძელვადიანი შედეგების მისაღებად! ა რ ა ფ ე რ ი წმინდა პროფესიული თვალსაზრისით.

ე.წ. “უმრავლესობას” არაფერზე ურჩევნია საუბარი და კითხვების დასმა… ა რ ა ფ ე რ ზ ე!.. ვითომ “ლიდერები” უმრავლესობისა … “ახლა ეკონომიკაზე ხომ არ დავიწყებთ საუბარს, უცებ არაფერი გამოვაო და…”
(განსაკუთრებით უაზრო ზოიძის გამოსვლა იყო)…
თუ არასდროს დაიწყებ – არასდროს არაფერი გამოვა!

სამაგიეროდ ვიღაცის თვალების დათხრაზე, როცა სასამართლო და სამართალდამცავი სტრუქტურები დუმან, გავრილოვზე საუბარი (რომელი ამბის ინსცენირებაში აშკარად ხელისუფლების ხელი ურევია) და 20 ივნისის “სახელმწიფო გადატრიალებაზე” საუბარი, იცოცხლეთ-თქო, მაგარი დაყენებული სახეებით, “მკაცრად” და “დაუნდობლად” მიმდინარეობს…

კრება სულ მხიარულია, როცა კრება მხოლოდ კრებისთვისაა…
ცხვრებისთვის კი…
“პინგ ფლოიდის” კომპოზიციის ბრწყინვალე ტექსტი გაიხსენეთ.

აბა, ქალბატონებო და ბატონებო!
მომავალ “მგზნებარე” და არაფრისმაქნის და არაფრისმომტან “დებატებამდე” დაგემშვიდობებით…