პარტიების შემოწირულობები, შემომწირველები და ხარჯები აგვისტოში

   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა,  მიმდინარე წლის აგვიტოში პარტიებმა 7 742 021, 54 ლარის შემოწირულობა მიიღეს.

   დოკუმენტის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 5 593 420,00 ლარი მიიღო.

მიმდინარე წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი შემოწირულობა შ.პ.ს ნიუ ჯორჯია-555 – მა გაუკეთა. 31 აგვისტოს დაფიქსირებული შემოწირულობა 120 000 ლარს შეადგენს.  80 000 ლარი შემოწირულობა კი შ.პ.ს. ვი-აი-პი+ ეკუთვნის.

პიროვნებების მიერ გაკეთებული შემოწირულობებიდან კი ყველაზე დიდი თანხა ლევან სამუშიამ, გიორგი ქაჯაიამ და ვაჟა ციგროშვილმა გააკეთეს. თითოეულმა მათგანმა პარტიას შემოწირულობის სახით 60 000 ლარი გადაურიცხა. მათ ჩამორჩება დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც 31 აგვისტოს 50 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა გააკეთა.

მიმდინარე წლის 10-30 აგვისტოს პერიოდში კი პარტიის ხარჯმა 2 789 274 ლარი შეადგინა.  ხარჯების დიდი ნაწილი, 1 495 586 ლარი  პოლიტიკურ რეკლამებზე დაიხარჯა.

შემოწირულობების რაოდენობით მეორე ადგილზეა „სახელმწიფო ხალხისთვის“

პაატა ბურჭულაძის პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ 662 014,99 ლარი.

ყველაზე მაღალი შემოწირულობა, რომელიც ფიქსირდება 60 000 ლარია, ყველაზე მცირე კი – 4 ლარი. პარტიამ რეკლამაზე დახარჯა 1 000 ლარი. პარტიის მთლიანი ხარჯი კი მიმდინარე წლის 10-30 აგვისტოს ფარგლებში 644 203 ლარია.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 475 824,95 ლარი,

ენმ-ს ყველაზე დიდი შემოწირულობა 60 000 ლარია. შემომწირველები კი ყველა კერძო პირები. შემომწირველთა სიაში არც ერთი ორგანიზაცია თუ შ.პ.ს. არ ფიქსირდება. პარტიის ხარჯმა მიმდინარე წლის 10-30 აგვისტოს ფარგლებში 903 241 ლარი შეადგინა, აქედან პოლიტიკურ რეკლამაზე 715 860 ლარია დახარჯული.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 267 207,10 ლარი.

პარტიის შემომწირველები ფიზიკური პირები არიან, ყველაზე დიდი შემოწირულობა, რაც აგვისტოს თვეში ფიქსირდება 40 000 ლარია. პარტიის ხარჯი  მიმდინარე წლის 10-30 აგვისტოს ფარგლებში 370 330 ლარი დაფიქსირდა, აქედან 268 330 ლარი პოლიტიკურ რეკლამაზე დაიხარჯა.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ 115 550,00 ლარი.

აგვისტოს თვეში პარტიის ყველაზე დიდი შემოწირულობა 25 000 ლარი იყო, შემომწირველები-ფიზიკური პირები. პარტიის ხარჯი  მიმდინარე წლის 10-30 აგვისტოს ფარგლებში 248 388 ლარი დაფიქსირდა, აქედან რეკლამაზე პარტიამ 133 171 ლარი დახარჯა.

ჩვენ გავაგრძელებთ სხვა პარტიებზეც ინფორმაციების მოწოდებას.

კომენტარის დატოვება