გვინდა მშვიდობა მთელს მსოფლიოში!

      21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღე

მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. “პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში”, ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი, როგორც ყოველწლიური დღესასწაული “გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისათვის”.

მშვიდობის საერთაშორისო დღის საბოლოო აღიარება ბრიტანელი მსახიობისა და რეჟისორის ჯერემი გილეს დამსახურებაა, Mმისი პროექტი “ერთ დღესაც იქნება მშვიდობა”, წარმოადგენს ფილმს, რომელიც მრავალ ქვეყანაშია გადაღებული და მასში ასახულია რეჟისორის მომზაურობა და მისი შეხვედრები ადამიანებთან, რომელთაც უნდათ მშვიდობა და რომელთაც თავის თავზე გამოსცადეს ომის საშინელება.

დღეს მსოფლიოში მრავალი ცხელი წერტილია. დედამიწის მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს შეიარაღებული დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობისათვის ბრძოლაში მრავალი ძალისხმევა ჩაიდო და მთავარ მოწოდებად რჩება მშვიდობა და არაძალადობა.

 

კომენტარის დატოვება