ზვიად ტომარაძე: მაზეგ კი აჭარა ჩვენი აღარ იქნება!..

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

-“დღეს ბათუმში, თურქეთის მთავრობის დაფინანსებით თურქული სკოლა გაიხსნა. სწავლება თურქულ ენაზე იქნება და სასწავლო პროგრამა თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება.
ყველაზე გასაოცარია, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ!!!

1. მართალია სკოლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების ბავშვებისთვის გაიხსნა, მაგრამ რატომ უნდა იყოს სწავლება თურქეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში?

2. თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის თურქეთის მთავრობა მოგვცემს უფლებას ქართული სკოლა გავხსნათ? მითუმეტეს ეს სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს დაექვემდებაროს? წარმოუდგენელია!

3. რატომ არ იყვნენ საქმის კურსში საქართველოს ან აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები? მეზობელმა სახელმწიფომ, რომლის ინტერესებსაც წარმოადგენს აჭარა, ხსნის სკოლას და ამის შესახებ ყველა დუმს!!! ეს არის იდეოლოგიური ექსპანსია! თურქული რესტორნები და ბაგა–ბაღები გახსნილია, დღეს კიდევ ერთი სკოლა გაიხსნა, ხვალ მეორე გაიხსნება, ზეგ აზიზიეს მეჩეთი აშენდება, მაზეგ კი აჭარა ჩვენი აღარ იქნება…”

კომენტარის დატოვება