20 სექტემბერს, 19:00 საათზე მოძრაობა ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

ანონსი

აქციების #სირცხვილია საორგანიზაციო ჯგუფი 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე წარადგენს ერთწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს. ასევე, განიხილავს კონკრეტულ ამოცანებს და აქტივობებს, რომელთა განხორციელებასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აპირებს.

მოძრაობის ძირითადი მიზანი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიების, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდაჭერისა და გაძლიერების გზით მოქალაქეთა მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და პროპორციულ არჩევნებში პრორუსული ხელისუფლების მარცხის ხელშეწყობა იქნება.დაგეგმილი აქტივობები მიმართული იქნება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე რეგიონული მმართველობების წინააღმდეგ, რაც ადგილობრივი აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მიიღწევა.
საკონტაქტო პირი:
თამარ კურატიშვილი – 591994815