„რუსთაველების სიყვარული და მხარდაჭერა მიათმაგებს მოტივაციას სრულად დავიხარჯო“

R

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 30-ე ოლქის   მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

პაატა მხეიძე  შპს “კავკასპეკში” იმყოფებოდა.

-„შპს “კავკასპეკი” რუსთავში აგროსესხის დაფინანსებით დაარსდა და მეხუთე წელია აქტიურ სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებს. საწარმოში 80-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სწორედ ამ ტიპის საწარმოებით უნდა მოხდეს ყველაზე მთავარი პრობლემის, დასაქმების პრობლემის მოგვარება რუსთავში. ჩვენი მიზანი კი მათი ხელშეწყობა და ახალი საწარმოების გახსნაა, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს და უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები და რუსთავში განვითარდეს საწარმოო პოტენციალი“-განაცხადა მან თანამშრომლებთან შეხვედრისას.

14370339_1143354512399495_1056752650729359260_n 14432971_1143354765732803_2840832812171953415_n

კანდიდატს დღეში რამდენიმე შეხვედრა აქვს, ისმენს მოსახლეობის პრობლემებს, წინადადებებს და თავის სამომავლო გეგმებს უზიარებს.

-„სასიამოვნოდ დაღლილი და დადებითი ემოციებით ვარ სავსე. წუხელ 5 უბანზე შევხვდი ჩემს ამომრჩეველს. ვისაუბრეთ, იყო პოლემიკა, კამათი, ხშირად ტკივილამდე ძნელია მათი წუხილის მოსმენა, სწორედ ეს ტკივილი არ დამავიწყებს ამ პრობლემებს და ვიბრძოლებ მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ყველა შეხვედრაზე ვგრძნობ რუსთაველების სიყვარულსა და მხარდაჭერას, რაც მიათმაგებს მოტივაციას სრულად დავიხარჯო ქალაქში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად.

რუსთაველებმა კარგად იციან ჩემი განზრახვის გულწრფელობის შესახებ, მე უამრავი მიზეზი და არგუმენტი მაქვს, რომ თავს არ შევირცხვენ ამ ქალაქის წინაშე.“-განაცხადა პაატა მხეიძემ შეხვედრების შემდეგ.

14212618_1143183849083228_7110011568357920378_n 14322404_1143183989083214_224838827357446992_n 14330167_1143183822416564_159611829057660540_n 14359231_1143183682416578_2157563150681001120_n

კომენტარის დატოვება