მონუმენტური ფერწერის მოტივები-ნინო ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა

28 სექტემბერს, 18 საათზე, Silk Factory Studio – “აბრეშუმის გალერეა” – ში (მ. კოსტავას ქ. 59) გაიმართება ნინო ჭიჭინაძის პერსონალური გამოფენა.
ინფორმაციისთვის: ნინო ჭიჭინაძემ 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მონუმენტური დეკორაციის განხრით. შემდეგ ხელოვანი წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში დიზაინერად  2012 წლიდან დღემდე მონაწილეობას იღებს სხვადასხვა გამოფენებში-თურქეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ირანი.
5 წლის წინ, თბილისში,  გალერეა “ვანდა” მასპინძლობდა ნინო ჭიჭინაძის დეკორატიული სახის ნამუშევრების  პერსონალურ გამოფენას!

ამჯერად, ნინო ჭიჭინაძე წარმოგვიდგენს მონუმენტური ფერწერის მოტივებზე ტილოზე შექმნილ  ნამუშევრების სრულიად ახალ კოლექციას