7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა

თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი მ.შ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, მ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, თავის 7 შვილს სახეზე პლედი დააფარა და გაგუდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.შ. 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ მ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ  6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.