ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს 23 სექტემბერს მოაწერება ხელი

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს 23 სექტემბერს  მოაწერება ხელი. 

25-წლიანი პროცესის დასრულების საბოლოო აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელს მოაწერენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი  გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხარიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლები.

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში – ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში – გოჩა ჯავახიშვილი.

ცერემონიას ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

კომენტარის დატოვება