უკრაინაში სამი სიამის ტყუპი დაიბადა

უკრაინაში, ჩერნოვცაში სიამის ტყუპი დაიბადა, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ტყუპი გოგოები მუცლით არიან შეერთებულნი და მათ ორი თავი აქვთ. ექიმების განცხადებით, ქალმა სიამის ტყუპის შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტაზე უარი თქვა.

სიამის ტყუპი ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფებიან.