საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია იწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ქართული მხარის ინიციატივით სერგეი ლავროვთან დახურული ოფიციალური შეხვედრის მოწყობას აპროტესტებენ.

– მსგავსი შეხვედრა, 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ პირველად მოეწყო ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

რუსეთის ოფიციალურ პირებთან მსგავსი შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას არ იღებენ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ივანიშვილის რეჟიმის კოლაბორაციონისტული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება-ამბობენ ადგილზე შეკრებილები.