2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში $ კურსი 2.98 ლარის ნიშნულზე ჩაიდო

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დოლარის კურსი 2.98 ლარის ნიშნულზე ჩაიდო.

ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის მიხედვით, იზრდება რამდენიმე სამინისტროს ბიუჯეტი, ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ თუ კი აქამდე ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 2.66-ის ნიშნულზე, ამ შემთხვევაში დაგეგმილია 2.98-ის ნიშნულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ მთავრობა წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის გამყარებას აღარ ელოდება.ბიუჯეტის პროექტით, 2020 წლის ბოლოს ვალი 22.68 მილიარდ ლარს მიაღწევს.

დოკუმენტში, ვალის გამოთვლისას, მითითებულია სხვა ვალუტების კურსებიც:

1 ევრო = 1.09 აშშ დოლარი;

1 SDR = 1.36 აშშ დოლარი;

10 ჩინური იუანი = 1.40 აშშ დოლარი;

100 იაპონური იენი = 0.93 აშშ დოლარი;

1 ქუვეითური დინარი = 3.2873 აშშ დოლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის 2020 წლის პროექტი საქართველოს პარლამენტში მთავრობამ დღეს წარადგინა. პროექტი პარლამენტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.